დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაურ
კოვე დაინიშნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში
1979 წელს დაბადებული კოვე 2000-2009
წლებში "ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში აფხაზეთის სრულუფლებიანი
წარმომადგენელი" იყო. 2005-2006 წლებში დიპლომატი დე ფაქტო აფხაზეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო განყოფილებას
ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან პრეზიდენტის პროტოკოლის სამმართველოს
უფროსად მუშაობდა.
რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, მას
"საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის I კლასის დიპლომატიური რანგი
მიენიჭა".
მასალის გამოყენების პირობები