საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორი ლევან შონია ფოთში, ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის
ჩაყრის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ. უცხოური ინვესტიციით შექმნილი
შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლესი საერთაშორისო
სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკას აამოქმედებს, სადაც ქალის,
მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებაა დაგეგმილი.
აღნიშნული ბიზნეს-პროექტი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში
ხორციელდება.
„საფეიქრო ფაბრიკა თავდაპირველად 1500 პირს დაასაქმებს, ხოლო
საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი
დასაქმდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე
დახარჯავს.
მასალის გამოყენების პირობები