დე ფაქტო აფხაზეთში საქველმოქმედო-დემოგრაფიული ფონდი შეიქმნა
2017 წლიდან აფხაზეთში ყოველი მესამე და შემდგომი შვილის მშობლებს
ფონდი „აზხარა“ 100 ათას რუბლს გადასცემს. ამის
შესახებ ფონდის ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა
ლეონიდ ჩამაგუამ განაცხადა. "საქველმოქმედო - დემოგრაფიული
ფონდის შექმნის აუცილებლობა „აფხაზური ეთნოსის აღორძინების და
განვითარების აუცილებლობამ განაპირობა“, - განმარტა მან.
ჩამაგუას მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დე ფაქტო
აფხაზეთის ოჯახებში დაბადებული ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის
რაოდენობა წელიწადში 200 – 300-ს აღწევს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფონდი უკვე დარეგისტრირდა და ამ
დროისთვის ტექნიკური საკითხები მუშავდება.
მასალის გამოყენების პირობები