საია: ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ხელს უშლიან
მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ანა ნაცვლიშვილმა
განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელს
უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიან.
„მინდა მოვუწოდო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიას, რომ
ასეთი მოქმედება არის საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევა და მოვუწოდებ მას, რომ მისცენ ჩვენს დამკვირვებელს
თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა
ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები