დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაურ არშბა
დაინიშნა. ახალი თანამშრომლის წარდგენისას რაულ ხაჯინბამ აღნიშნა, რომ
"ადმინისტრაციის ყოველი თანამშრომლის მუშაობაზეა დამოკიდებული
ქვეყნის მდგომარეობა".
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაურ არშბა 1992-1993 წლების ომის
მონაწილეა. 2003 - 2004 წლებში ის ტყვარჩელის რაიონის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, 2007 - 2012 წლებში - დე ფაქტო
აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი, 2015 წლიდან -"აფხაზეთის სახალხო
ერთიანობის ფორუმის"
თავმჯდომარე, 2013 წლიდან - "აფხაზეთის სახალხო კრების მეხუთე
მოწვევის" დეპუტატია.
მასალის გამოყენების პირობები