„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი
გურგენ სართანია გამგეობაში დაბრუნდა.
მისი განცხადებით, 10 ოქტომბერს შვებულება დაუმთავრდა და
ა
რჩევნების მეორე ტურამდე კვლავ განაგრძობს გამგებლის
მოვალეობის შესრულებას.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მმართველი პარტიის
მხადამჭერებისა და შტაბის წევრების მხრიდან მოჰყვა. სართანიამ
რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა,
რომ უმჯობესია, „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის მოემზადოს.
„იზრუნონ, რომ მეორე ტურში გაიმარჯვონ. მათ ზუგდიდი თავის საკუთრებად
მიაჩნიათ. რაც დათესეს, ის მოიმკეს. მე ხალხს ვემსახურები და სხვა
არაა ჩემთვის საინტერესო.
უფრო ღირსეულად "ნაციონალები"
ჩანან. ესენი ქაჯები და უნახავები არიან“, - განაცხადა
სართანიამ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატს ბესიკ
გაბუნიას, გიზო სართანიას თქმით, მას ამ პიროვნებასთან
პრობლემა არა აქვს და მისი გამარჯვების შემთხვევაში,
მზადაა ითანამშრომლოს.
„ზუგდიდს სჭირდება ყურადღება და მე ამ ქალაქს უნდა ვემსახურო“, - თქვა
მან.
მასალის გამოყენების პირობები