38-ე უბნის კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება (ვიდეო)
14:56 / 12.10.2016
განმუხურის 38-ე საარჩევნო უბნის შედეგების
გაუქმებასთან დაკავშირებით 67-ე საოლქო საარჩევნო უბნის
თავმჯდომარე
მირანდა მესხმა განმარტება გააკეთა. მისი თქმით, კომისიის
თავმჯდომარემ უბანი დატოვა, ადგილზე მისულ ცესკო-ს წარმომადგენლებს კი
უბანში არეულობა დახვდათ.
"ბათილი ბიულეტენები ცალკე ეყარა, კომისიის წევრები არ
ესწრებოდნენ, დალუქული დოკუმენტაცია გახსნილი დახვდათ, მდივანი
მოსაყვანი გახდა ", -აღნიშნა მესხმა.
რადიო "ათინათის" შეკითხვაზე, იყო თუ არა მისთვის
ცნობილი, რომ კომისიის თავმჯდომარე უბნის დატოვებას
აპირებდა, მესხმა გვიპასუხა, რომ უბანში არეულობის შესახებ
იცოდა, თუმცა, უბნის დატოვების შესახებ თავმჯდომარის გადაწყვეტილება
მისთვის უცნობი იყო.
თუმცა, რადიო "ათინათის" მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს,
რომ კომისიის თავმჯდომარე აღნიშნული უბნის დატოვების შესახებ
საუბრობს.
მესხი აქვე განმარტავს, რომ განმუხურის 38-ე უბნის ცამეტივე კომისიის
წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დღევანდელ
სხდომაზე გაიტანს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები