დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე - პრემიერი ბესლან
ეშბა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს
შეხვდა.
"ეს მადლიანი საქმეა. 2013 წლიდან დიდი მუშაობაა ჩატარებული. თუმცა,
ამაზე ვერ გავჩერდებით, რადგან ჯერაც არიან 1992-1993
წლების ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულები", – განაცხადა
მან.
წჯსკ -ის წარმომადგენელმა მაურო მორაბიტომ დე ფაქტო რესპუბლიკის
ვიცე-პრემიერს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები