საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ფორუმში მონაწილე სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციებმა
დევნილებს საკუთარი პროგრამები და პროექტები გააცნეს.
მათ საშუალება ჰქონდათ სასურველი ინფორმაცია მიეღოთ
და ქვეყანაში მოქმედი საარსებო წყაროების პროგრამებში
ჩართულიყვნენ.
,,ყველა სოციალურად დაუცველი დევნილი, რომელიც არის
დარეგისტრირებული ფორუმზე, რომელსაც ესაჭიროება გადაადგილება
ან ტრანსპორტი ან ბინის ქირა, ყველა ამ ადამიანების ხარჯებს
დაფარავს ჩვენი სააგენტო’’,- განაცხადა დევნილთა საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირეტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ.
აღნიშნული ფორუმი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები