მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის
მურმან
წოწორიას და ჟურნალისტ ლელა ფაილოძის
დაპირისპირების ფაქტზე საქმე
125-ე მუხლით
აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით წოწორია კომენტარს არ აკეთებს. ფაილოძეს
განცხადებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის
თანამშრომლია,
თავად წოწორიამ მიაყენა მას ჯერ
სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური
შეურაცხყოფა.
,, დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც წოწორიამ თავისი ავტომობილით
ჩამიარა და ხელების კომბინაციით შემაგინა. მივედი და ვკითხე, რატომ
მაგინებდა და რა უნდოდა ჩემგან,
ის კი ყელში მწვდა და
ფიზიკურად გამისწორდა,’’- ამბობს ფაილოძე.
მისივე თქმით, მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან
წოწორიას 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის
მიძღვნილი ლექსი გამოაქვეყნა, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს
აძაგებდა.
ჟურნალისტი უკვე დაიკითხა მარტვილის პოლიციის ქვეგანყოფილებში. მას
ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით
შსს გამოძიებას
აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები