სოხუმის ცენტრში უქმე დღეების პირველი ბაზრობა გაიმართა, რომელზეც
აფხაზმა ფერმერებმა საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
წარმოადგინეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბაზრობაზე დე ფაქტო აფხაზეთის
პრეზიდენტი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ "მსგავსი ღონისძიებები
ფერმერებს საკუთარი პროდუქციის შუამავლის გარეშე რეალიზებისა და
ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს".
ბაზრობა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, გაეროს
განვითარების პროგრამით, აფხაზეთის ქალთა ასოციაციისა და
საზოგადოებრივ-ეკოლოგიური ორგანიზაციის "აპსაბარას" მხარდაჭერით
ხორციელდება
მასალის გამოყენების პირობები