სოხუმში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა
სოხუმის პროკურორის რუსლან ტირკბას
განცხადებით, ტელევიზიის ტერიტორიაზე მომხდარი
აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე ორი
მუხლით, ტერორიზმი და იარაღის უკანონოდ
შეძენა, შენახვა და ასაფეთქებელი მოწყობილობის
ტარება, აღიძრა.
"ამ დროისათვის დასრულებულია შემთხვევის ადგილის შემოწმება. ტარდება
ოპერატიული ღონისძიებები დაღუპულის ვინაობის დასადგენად", –
განმარტა ტირკბამ.
დღეს, სოხუმის ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე, მოსკოვის დროით,
დაახლოებით, 07:05 სთ-ზე, აფეთქება მოხდა.
დე-ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ასლან კობახიას ინფორმაციით,
თავი უცნობმა მამაკაცმა აიფეთქა. ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი
მოწყობილობა.
მასალის გამოყენების პირობები