ხობის რაიონში წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ
ერთეულებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით,
405
ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნა და წყალი
უკვე 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.
წყალსადენის ქსელის მოწყობა, საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების
ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და
მისმა ღირებულებამ 521 093 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები