ორმა მოქალაქემ ანაკლიაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საქმე მოიგო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს“ იურისტის, ლელა
მოწონელიძის წარმომადგენლობით, ზუგდიდის რაიონულმა
სასამართლომ
2016 წლის 30 სექტემბერს იამზე ჭანიას
ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს
სახელზე პირველადი რეგისტრაცია გააუქმა. მეორე მოქალაქეს, ლაშა
ყორშიასაც სასამართლოში მოწონელიძე წარმოადგენდა. 2016
წლის 30 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ეკონომიკის სამინისტროს მიმართვა და
მის საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის
შესახებ გადაწყვეტილება.
ლაშა ყორშიამ და იამზე ჭანიამ ანაკლიაში მიწის ნაკვეთები იყიდეს.
რამდენიმე წელიწადში, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნაკვეთები საჯარო
რეესტრს სახელმწიფოს საკუთრებად ჰქონდა დარეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები