სუს: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს (ვიდეო)
18:05 / 19.10.2016
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში
დღეს გალში შეხვედრა,
თითქმის,7 საათს გაგრძელდა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის
უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შერეულ
შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას
მკვლელობასა და დრანდის ციხეში მყოფ უკანონო პატიმრებს.
მისივე ცნობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დღევანდელ
შეხვედრას ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებიც
დაესწრნენ.
"ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინა
შეხვედრების დროს გადაცემული მასალები დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე
ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მხრიდან
აუცილებელია დოკუმენტების ხელახლა გადაცემა", - განაცხადა კახაბერ
ქემოკლიძემ.
მისივე შეფასებით, ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს ორი განზომილება
აქვს, პოლიტიკური და პრაქტიკული.
"ჩვენ ამ საკითხს აღვიქვამთ და ვუყურებთ პრაქტიკულ ჭრილში და სწორედაც
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ზოგადად, ინციდენტების პრევენციისა და
მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი ნებისმიერ საკითხს უნდა
განიხილავდეს პრაქტიკულ და არა პოლიტიკურ ჭრილში", - დასძინა მან.
გარდა ამისა, მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზთან
მცხოვრები მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების საკითხი.
"ამ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ
ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულ იქნა, ჩვენს მიერ მიღებული
არის და ეს საკითხი დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი", - აღნიშნა
ქემოკლიძემ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები