დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის დაურ თარბას
განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოხდა,
2016 წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 30 ათასი ტონა იქნება.
„2015 წლის შედეგებით, სახელმწიფო სექტორში 3 700 ტონა ციტრუსის
მოსავალი იქნა აღებული, ხოლო კერძო სექტორში - 26 ათასი ტონა, თუმცა
წელს უკეთესი მაჩვენებლები იქნება“, - აღნიშნა თარბამ.
მისი თქმით, მოსალოდნელი მოსავლის განმსაზღვრელი კომისია
შეიქმნება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 1990 - იან წლებში აფხაზეთში ციტრუსის
ბაღები 6 ათას ჰექტარზე იყო განთავსებული, ამ ეტაპზე მათი ფართობი
1200 ჰექტარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები