კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 17 ნოემბრამდე გადაიდო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის
ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს
იყო ჩანიშნული. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გიგა
ტყემალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო, რადგან ის
სპორტული შეჯიბრებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში
იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად
დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში
მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს
ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო,
დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს
და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა
დააკისრა.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის
საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.
დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა
მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ.
ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ
საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.
მასალის გამოყენების პირობები