დე ფაქტო აფხაზეთმა და დნეპრისპირეთის მოლდავურმა რესპუბლიკამ „უვიზო
მიმოსვლის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
სოხუმში, მხარეების მიერ გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, აფხაზეთის
„საგარეო უწყების მინისტრმა“ დაურ კოვემ და მისმა კოლეგამ
დნეპრისპირეთიდან, ვიტალი იგნატიევმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტები,
რომელთაც ხელი მოეწერებათ, „აფხაზეთისა და დნეპრისპირეთის
მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს“.
გარდა ამისა, მხარეებმა კიდევ ერთი დოკუმენტის გაფორმებაზე
მოილაპარაკეს, რომელიც „დნეპრისპირეთის მოქალაქეებს აფხაზეთში
სწავლისა და მუშაობის უფლებას მიანიჭებს და პირიქით“.
მასალის გამოყენების პირობები