აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები GPS სისტემაში აღირიცხება
დე ფაქტო აფხაზეთში ევროპელი ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ევროპის
საბჭოს ეგიდით ესტუმრნენ.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატის ცნობით, ეს საკითხი უწყებასთან შეთანხმებული იყო,
წერს „აფხაზეთი ინფო“.
აფხაზეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ბატალ
კობახიას განცხადებით, ექსპერტებმა საპილოტე სამუშაოებისთვის,
გუდაუთის რაიონში არსებული სამოქალაქო ობიექტები შეარჩიეს.
„ყოველი ძეგლი აღირიცხება და GPS ნავიგაციის სისტემაში. ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთში არსებული კულუტურული მემკვიდრეობის
ძეგლების შესწავლა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება“- აღნიშნა
კობახიამ.
მისი თქმით, ისინი ერთდროულად ათობით ადამიანის საზღვარგარეთ
სტაჟირებაზე გაგზავნას ვერ ახერხებენ, ამ ფორმით კი ევროპულ
გამოცდილებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები