რეგიონი
ლევან შონია: "დრო, როდესაც მოქალაქეებს მიწებს ართმევდნენ, წარსულს ჩაბარდა"
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, განსახლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მომუშავე კომპანია „გეგოგრაფიკის“ წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ამ დროისთვის არსებულ მონაცემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

ამჟამად, კომპანიის მიერ უკვე აღწერილი მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს. ამ დროისთვის 519 ნაკვეთი და 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია აღწერილი, რომელიც განსახლების გეგმაში შევა. კომპანიამ ის მიწის ნაკვეთები და შენობა- ნაგებობები აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა.

განსახლების გეგმის შემუშავება, მიწის ყიდვა და კომპენსაციების გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზრო ღირებულებით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ კი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ნორმების მიხედვით მოხდება.

გუბერნატორის განცხადებით, არცერთი მესაკუთრე შესაბამისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება და დრო, როდესაც მოქალაქეებს მიწებს და საკუთრებას ართმევდნენ, წარსულს ჩაბარდა.

შეხვედრას გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები და ანაკლიის რწმუნებული ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.