მოსკოვსა და სოხუმს შორის, 2015 წლის 11 მარტს ხელმოწერილი
მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი კონსულტაციები გაიმართა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საგარეო
საქმეთა მინიტრის მოადგილემ, სტატს-მდივანმა გრიგორი კარასინმა და
„რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის ელჩმა იგორ ახბამ ორი
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ასპექტები, რეგიონში
არსებული სიტუაცია, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების საკითხები
განიხილეს. საუბარი რუსულ - ქართული თემატიკას შეეხო“.
ამავე ცნობით, ურთიერთინფორმირების პრაქტიკა და კოსულტაციები
მომავალშიც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები