აფხაზი დეპუტატი: იმედი მაქვს, სომხეთი აფიციალურად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას
ერევანსა და სოხუმს შორის ონლაინ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტარები,
ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ. აფხაზური მედიის ცნობით, ვიდეო-ხიდის მსვლელობისას,
„აფხაზეთის სომეხთა კავშირის“ თავმჯდომარე გალუსტ
ტრაპიზონიანმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი სომხური თემი „აფხაზეთში
კომფორტულად გრძნობს თავს, აქ 42 ათასი სომეხი ცხოვრობს და 26 სომხური
სკოლაა გახსნილი“.
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა ლევონ გალუსტიანმა
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სომხები რესპუბლიკის სოციალურ
-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში არიან წარმოდგენილნი. მან იმედი
გამოთქვა, უახლოეს მომავალში სომხეთი აფიციალურად აღიარებს აფხაზეთის
დამოუკიდებლობას.
მასალის გამოყენების პირობები