აფხაზეთის მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციაში "შიდა აფხაზური
პასპორტებითაც" შეძლებენ მგზავრობას.
ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასლან
კობახიამ, ოჩამჩირის მოსახლეობასთნ გამართულ შეხვედრაზე
განაცხადა.
"ეს ევროპული სტანდარტის პასპორტია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს
იმის შესახებ, რომ ახალი პასპორტების მფლობელებმა აფხაზურ - ქართული
საზღვრის გადალახვა საზღვარგარეთის პასპორტების წარდგენის გარეშეც
შეძლონ", - აღნიშნა მან.
ასლან კობახიას თქმით, ოჩამჩირეში აფხაზური შიდა პასპორტების
გასაცემად საჭირო აღჭურვილობა ჩაიტანეს. მან მოსახლეობას მოუწოდა
დროულად შეცვალონ ის პასპორტები, რომლებსაც "ქვეყნის საპარლამენტო
არჩევნებამდე" გასდით ვადა.
მასალის გამოყენების პირობები