დაურ კურმაზია დე ფაქტო აფხაზეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების
მინისტრად დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. აქამდე, ამ
თანამდებობას რაუფ ციმბა იკავებდა, ხოლო კურმაზია, კურორტ ბიჭვინთას
პანსიონატების გაერთიანების დირექტორი იყო.
გარდა ამისა, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად,
ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ საველი
ჭითანავა, სამომხმარებლო სტანდარტებისა და ტექნიკური მეთვალყურეობის
კომიტეტის ხელმძღვანელად - ახრა პაჭკორია, ხოლო ტრანსპორტის
სამმართველოს უფროსად - რობესტან გაბლია დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები