საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული
მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში,
ჩუმათელეთი–ხევის დეტალური პროექტის მომზადებას
იწყებს.
საუბარია 12 კილომეტრიანი მონაკვეთის ჩუმათელეთი-არგვეთის
გზის შემადგენელ ნაწილზე, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი
საგზაო მონაკვეთია და 14 კილომეტრიან მონაკვეთზე,
რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ახალი გზა
ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის
გვირაბთან გამოვა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები პრემიერ-მინისტრის ინიციატივის 4
პუნქტიანი გეგმის – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილის ერთ-ერთი
მიმართულებაა.
მასალის გამოყენების პირობები