8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს ჯიხაშკარის
79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე
დაკავებული გია მხეიძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ
გაათავისუფლა.
ადვოკატ ჯიტა გულუას ინფორმაციით, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის
მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების
შესახებ.
"ორთვიანი პატიმრობის გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ ორ
კვირაში უნდა ჩატარებულიყო განმეორებითი არჩევნები და შესაძლოა, მას
ახალი დანაშაული ჩაედინა... ახლა კი არ არსებობდა მისი პატიმრობის
დატოვების საფუძველი და სასამართლომ აბსოლუტურად ობიექტურად მიიღო
გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლის
თაობაზე. ასე, რომ მადლობა სასამართლოს", - განაცხადა გულუამ.
მხეიძეს გირაოს თანხის გადასახდელად 30 დღე განესაზღვრა. ცნობისთვის,
მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ამავე თემაზე:
ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის
დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ჯიხაშკარის უბნის
დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა (ვიდეო)
ჯიხაშკარის ინციდენტის
მონაწილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა (ვიდეო)
ადვოკატი ჯიხაშკარის
ინციდენტის გამო დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები