ხობში
ყოფილი კინოთეატრის შენობის
რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
იქ მომავალში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი იქნება.
პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის,კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის,
მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნის, სამედიცინო
ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.
სპორტკომპლექსი ყოფილი კინოთეატრის ადგილზე განთავსდება. მიმდინარე
სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან
შონიამ ხობის გამგებელთან გოჩა ქაჯიასთან ერთად
დაათვალიერა.
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2
მილიონ 500 ათასი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები