ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
ფარგლებში გალში დღეს შეხვედრა იმართება. ცენტრალური
ხელისუფლების
წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ გალში.
ქართულ მხარეს წარმოადგენენ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს
წარმომადგენლები და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი.
გალის შეხვედრები 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა
და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 27 მაისს აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები