ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა
ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ
გაბედავამ, ხეთის ადმინისტრაციული
ერთეულის სოფელ ოხვამეკარში, შიდა სასოფლო
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში დაიგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე
არხები და მოეწყობა რკინის ცხაურები.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით
ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 152
166 ლარია.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს
„ლევიანა“ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები