ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში
წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობის 45% სასმელი წყლის სიმცირეს წლების მანძილზე
განიცდიდა.
ქსელის რეაბილიტაცია კორცხელის 883 მოსახლეს ცენტრალური
სისტემით უწყვეტ რეჟიმში წყლით უზრუნველყოფს და მიმდინარე წლის
დეკემბრის თვეში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 263 890 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები