ალექსანდრე ჯეჯელავა ზუგდიდში შეხვედრებს მართავს (ვიდეო)
11:02 / 14.11.2016
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მე-2 საჯარო
სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საბაზო საფეხურის 11 ათოსანი
მოსწავლე დააჯილდოვა
და მათ ლეპტოპები გადასცა. ჯეჯელავა მასწავლებლებს გაესაუბრა და
სკოლაში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა.
"ვცდილობთ, პირველ პირში ვიცოდეთ ის სირთულეები, რაც აქვს სკოლას,
იმისთვის, რომ განვითარების მიმართულებები სწორად დავგეგმოთ. ამასთან,
ძალიან კარგია, რომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების პროგრამა
არსებობს. მომავალში ვგეგმავთ, გავამრავალფეროვნოთ ეს
პროგრამა. მათ ამ ასაკშივე უნდა დაუფასდეთ შრომა, რათა მომავალში
კიდევ უფრო მოტივირებულები იყონ", - აღნიშნა ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, განათლების სისტემა წინ მიიწევს და თუ ადრე
უმთავრესი ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო, ახლა მეტად მნიშვნელოვანი
შინაარსობრივი მხარეა. მანვე მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლების
აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება მეორე სკოლას, მან
ზედა საფეხურის კლასების მეტი აქტივობას საჭიროებასა და
მოტივირებულობაზე ისაუბრა.
მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ
განაცხადა, რომ მინისტრისგან სკოლა მხარდაჭერას გრძნობს და
იმედოვნებს, რომ ის საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა დასახეს,
აუცილებლად მოგვარდება.
ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე პირველ,
რუხის საჯარო და "ჯიჯი"-ს სკოლებში გამართავს
შეხვედრებს. ის დღესვე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო
სასწავლო უნივერისტეტში რექტორთა საბჭოს
სხდომას დაესწრება. მოგვიანებით კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლეში წარჩინებულ მოსწავლეებს დააჯილდოებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები