შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
რექტორთა საბჭოს გასვლითი დახურული სხდომა იმართება. მასში
მონაწილეობას
საქართველოს ყველა უნივერსიტეტის რექტორი იღებს. დღევანდელ სხდომაზე
განსახილველად 15 საკითხია წარდგენილი. ალექსანდრე
ჯეჯელავას თქმით, შეკრების ასეთი ტრადიცია ძალიან სასარგებლო
და მნიშვნელოვანია.
"კარგია, რომ მეც და რექტორებსაც გვეძლევა შესაძლებლობა, გავეცნოთ
რეგიონებში უნივერსიტეტებს. დღეს საკმაოდ მდიდარი დღის
წესრიგი გვაქვს, რომელიც საჭირბოროტო საკითხებს ეხება.
ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი სხდომა ზუგდიდში ტარდება", -
განაცხადა განათლების მინისტრმა.
უნივერსიტეტის რექტორის, თეონა ხუფენიას თქმით,
მსგავსი ინიციატივები ადასტურებს სამინისტროს მხარდაჭერას რეგიონული
უნივერსიტეტებისადმი.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები