დრანდის საპატიმროში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა
მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაციის ფარგლებში,
დრანდის დროებითი მოთავსების იზოლატორის
პატიმრებს სამედიცინო კვლევები
ჩაუტარდათ. ფილტვის დაავადებათა დიაგნოსტიკური შემოწმება
პენეტენციალურ დაწესებულებაში 300 - ზე
მეტმა ადამიანმა გაიარა. დე ფაქტო აფხაზეთის მთავარი რენტგენოლოგის
განცხადებით, კვლევების შედეგები დამაკამყოფილებელია.
"ტუბერკულოზით დაავადების ახალი შემთხვევები პრაქტიკულად არ
დაფიქსირებულა. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც უკვე რამდენიმე
წელია კოხის ჩხირით არის დაინფიცირებული და ჩვენ თვალს ვადევნებთ მათი
ავადმყოფობის მსვლელობას", - განაცხადა სპეციალისტმა.
მასალის გამოყენების პირობები