დღეიდან სოხუმში ზომიერი პანდემიის (ჰონგკონგის გრიპის) საწინააღმდეგო
ვაქცინაცია იწყება.
ამის შესახებ სოხუმის ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა, ადა
აბუხბამ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ ვაქცინა „გრიპოლ +", რომლის
შემდგენლობაში მიმდინარე წელს მოსალოდნელი ვირუსების ანტიგენი შედის.
ამ კვირას სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში საყოველთაო
ვაქცინაციას შევუდგებით", - აღნიშნა სპეციალისტმა.
მასობრივი ვაქცინაცია აფხაზეთში დეკემბრის შუა რიცხვებამდე
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები