შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და საქართველოში
შემოტანისბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ
სარფში 1980 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი
„სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის
დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთა (260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და
თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა (262-ე მუხლის
მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით) ემუქრება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები