"სამოქალაქო აქტივობის და თანასწორობის ცენტრი" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ (ვიდეო)
13:42 / 21.11.2016
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ ორ კვირიან კამპანიას უერთდება.
ამის შესახებ ამავე ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა
ციცინო შენგელიამ დღეს განაცხადა. მან საზოგადოებას თანამშრომლობისა
და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
შენგელიამ მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები, თუ რამ მიიყვანა
გოგონა ამ გადაწყვეტილებამდე, უჩნდება.
„მოვუწოდებ სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს, ქმედითი
ნაბიჯების გადადგმისკენ, რომ დაცული იყოს ქალთა უფლებები“, -
განაცხადა მან.
კამპანია სლოგანით „გავხადოთ სამყარო ნარინჯისფერი“ 25 ნოემბერს
იწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. აქციის მიზანია ქალებისა და
გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ამ
საკითხთან დაკავშირებით „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის
ცენტრი“ 16 დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს ჩაატარებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები