2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო (ვიდეო)
17:18 / 21.11.2016
ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი
განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას
თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და
მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ინფრასტრუქტურას მომავალი წლის ბიუჯეტის 28,6 % მოხმარდება.
გათვალისწინებულია ფინანსები ახალი გზებისთვის, მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების, ბოტანიკური
ბაღის რეაბილიტაციისთვის, ასევე, პარკების, სკვერების, ტროტუარების,
პარკინგის, გარე განათების, წყალანირების მოწყობისა და
მოდერნიზაციისთვის.
"დისკუსია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს სხვადასხვა
აქტუალურ საკითხზე. საკრებულოს წევრებს გვაქვს კარგი შესაძლებლობა,
მივიღოთ და დავამუშავოთ მოქალაქეების ინიციატივები და რეკომენდაციების
სახით წარვადგინოთ ზუგდიდის მერიაში", - განაცხადა ზუგდიდის
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ
ფრაქცია იღებს მოლაქეების შენიშვნებს, რომლებსაც 25 ნოემბერს მერიას
გააცნობს.
"ბიუჯეტის საჯარო განხილვა არის ძალიან კარგი პრაქტიკა.
ვისურვებდი, მეტი მოქალაქე ჩაერთოს ქალაქის მთავარი საფინანსო
დოკუმენტის განხილვაში", - დასძინა წითლიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კითხვები,
სხვადასხვა საკითხთან ერთად, ეხებოდა შენობა - ნაგებობების
ადაპტირებას, ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციას, სოციალურად
დაუცველებისთვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას.
ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციია 2017 წელს
დაიწყება. გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ პროექტს მუნიციპალური ბიუჯეტი
და სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია განახორციელებს.
რაც შეეხება ზუგდიდის თეატრს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
უფროსის, მურთაზ ბოკუჩავას თქმით, თეატრის რეაბილიტაციას "ქართუ"
ფონდი განახორციელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ფრაქციამ,
სხვადასხვა თემასთან ერთად, მერთან უსახლკაროების საცხოვრებლით
უზრუნველყოფაც განიხილა და მისგან პირობა მიიღო, რომ მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება,
სწორედ ისინი ისარგებლებენ.
სამოქალაქო აქტივისტმა ეგნატე შამუგიამ კითხვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ეპარქიის დაფინანსებაზე დასვა. მისი თქმით, ბიუჯეტში გაწერილია, რომ
თანხა უნდა მოხმარდეს ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის
მშენებლობას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეპარქიამ თანხები
საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად დახარჯა, რაც, მისი თქმით,
ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას გულისხმობს. მურთაზ ბოკუჩავამ მას
უპასუხა, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე
შეთანხმებაა დადებული.
ასევე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია კლუბ
"ზუგდიდის" დაფინანსებაც.
მომავალი საჯარო განხილვა სოციალურ საკითხებს შეეხება.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები