ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა გამგებლის მოადგილე
გურგენ სართანია და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია
თანამდებობებიდან
გაათავისუფლა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის
თენგიზ შანავას თქმით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად,
ახალი გამგებლის ლაშა გოგიას არჩევასთან დაკავშირებით, ყველა
თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება. რის შემდეგაც, გამგებელი
ხელახლა ნიშნავს თანამდებობებზე იმათ, ვისაც მიზანშეწონილად
ჩათვლის.
თუ რატომ არ მოხდა ამ ორი ადამიანის ხელახლა დანიშვნა, ამის შესახებ
ინფორმაციას თენგიზ შანავა არ ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები