მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ
პრეზიდენტმა გამოსცა რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება.
სესია, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, ხვალ, 12:00-ზე
გაიხსნება.
პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას უკვე გაეცნო ბიურო, რომელიც
დღეს დღის ბოლოს სხდომას გამართავს.
დეპუტატები საკომიტეტო უმრავლესობა-უმცირესობისა და ფრაქციების
ფორმატში, მინისტრობის კანდიდატებთან გამართულ შეხვედრებს
შეაჯამებენ.
მასალის გამოყენების პირობები