დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო
საზღვარზე, ბრილიანტის თვლების
შემოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.
უწყების განმარტებით, ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს,
საბაჟო-გამშვები პუნქტი, წითელი ხიდის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს
სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე
სპეციალურად მოწყობილი სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას
დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი.
საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით
შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე
მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები