საიას ზუგდიდის ოფისმა თემში არსებული პრობლემები შეისწავლა (ვიდეო)
17:35 / 25.11.2016
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ზუგდიდის
ოფისში საზოგადოებას პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური
თვითმმართველობისთვის“ საბოლოო ანგარიში წარუდგინეს. ოფისის
ხელმძღვანლის ჯანო ჭკადუას თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები
48-ვე თემში მოსახლეობას შეხვდნენ და
მათთან არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია მოახდინეს. მანვე აღნიშნა,
რომ პროექტში ჩართული იყო ზუგდიდის გამგეობა და მათთან აქტიურად
თანამშრომლობდა.
„ამ პროექტის შედეგედ გამოვლინდა ის პრობლემები, რომელიც თემში
არსებობს. ეს შეეხებოდა წყალმომარაგებას, გზებს და გაზიფიცირებას. ამ
საკითხებს ჩვენ გამგეობას გადავუგზავნით, რათა ბიუჯეტის დამტკიცების
დროს გაითვალისწინონ“,- განაცხადა მან.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები