კუბის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტური რევოლუციის ლიდერი ფიდელ
კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ BBC იუწყება კასტროს ძმის ინფორმაციაზე
დაყრდნობით.
ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008
წლებში მართავდა. მისი მხარდამჭერების თქმით, ფიდელ კასტრომ
კუბა ხალხს დაუბრუნა, თუმცა, ოპონენტები მას ზეწოლასა და
განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები