შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მესტიის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის
და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების
ბრალდებით, მესტიაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,
მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 22 ვაზნა
ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე საქართველოს
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები