ბორის ფილატოვს მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში გუშინ გამართულ
მიტინგზე ნათქვამი სიტყვები არ მოეწონა. კერძოდ ის, რომ
ექსგუბერნატორი ქვეყნის
დეცენტრალიზაციის წინააღმდეგია. დნეპრის მერი „ფეისბუქის“ პირად
გვერდზე წერს, რომ თუკი სააკაშვილი მართლაც ასე საუბრობს,
თავადაც ჩაეწერება მათ რიცხვში, ვინც სააკაშვილის
ექსტრადირების მომხრეა. პოსტის ბოლოს,
ფილატოვი სააკაშვილის ნარკოტიკებზე შემოწმებას
ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები