24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მინსკის სახელმწიფო თეატრალური
ფესტივალი იმართება, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით
ზუგდიდის სახელმწიფო
თეატრია მიწვეული. ფესტივალზე ზუგდიდის თეატრი მაყურებლის წინაშე მონო
სპექტაკლით „დამსჯელი 14" წარდგება, რომელშიც მონაწილეობს
მსახიობი ირაკლი სამუშია.
,,რამდენიმე დღის წინ ჩავედით. ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყვეს.
მაყურებლის წინაშე სპექტაკლს 30 ნოემბერს წარვადგენთ,''- რადიო
,,ათინათთან'' საუბრისას აღნიშნა
სამუშიამ.
მისი თქმით, ფესტივალის ჟიურის წევრად ზუგდიდის თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანია მიწვეული.
მასალის გამოყენების პირობები