ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 11
წლის მოზარდის
ცხედარი იპოვეს. გოგონას ყელზე ყელსახვევი
ჰქონდა მოჭერილი. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში
გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
ოჯახს მომხდარის ვერსიების შესახებ საუბარი უჭირს. გარდაცვლილი
ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
ფაქტი რადიო"ათინათს" შინაგან საქმეთა
სამინისტროში დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები