საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ კაკო ტიბუას სასამართლო პროცესი გადაიდო
ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევაში
ბრალდებულ კაკო ტიბუას სასამართლო პროცესი 6
დეკემბრამდე
გადაიდო. მოსამართლემ დავით გელაშვილმა ეს გადაწყვეტილება ბრალდებულის
ადვოკატის როლანდ შონიას განცხადების
საფუძველზე მიიღო.
განცხადების მიხედვით, შონიას დღეს თბილისის საქალაქო
სასამართლოში პროცესი ჩაენიშნა, რის გამოც ზუგდიდის რაიონულ
სასამართლოში ვერ გამოცხადდა. ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე
ამ გადაწყვეტილებას პროკურორი ილია ტორუაც
დაეთანხმა.
ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით
13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის
გირაოს გადახდა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები