ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სამივე წევრმა "რესპუბლიკური
პარტია" დატოვა. შესაბამისად ფრაქცია "რესპუბლიკელები"
დაიშალა და მის ნაცვლად ახალი ფრაქცია
"ზუგდიდი" შეიქმნა.
ყოფილი "რესპუბლიკელის" და საკრებულოს წევრის თენგიზ ქოჩუას თქმით,
აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან
გამომდინარე მიიღეს, თუმცა მისივე განცხადებით, არჩევანის გაკეთება
მტკივნეული იყო.
"ამ ეტაპზე არც ერთ პარტიაში არ ვაპირებთ გაწევრიანებას, თუმცა
აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას".
ცნობისთვის, "რესპუბლიკურ პარტიაში", მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბრის
არჩევნების შედეგად პარტია პარლამენტს მიღმა დარჩა, არაერთი ცვლილება
განხორციელდა. ათობით წევრთან ერთად, ის პარტიის ერთ- ერთმა ლიდერმა
და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც დატოვა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები