"ქართული ოცნების" ოფისთან ფინანსური კომპანია ,,საქართველოს''
დაზარალებული მეანაბრეები, ტრანსფარანტებითა და
საყვირებით, ხელისუფლებისგან
მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და
პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. არსებული
ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე
დააკავეს.
საფინანსო კომპანია დაახლოებით ორი თვის წინ დაიხურა. 2 ათას
500-მდე მეანაბრემ 30 მილიონ ლარამდე იზარალა.
მასალის გამოყენების პირობები