აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ცნობით ოპოზიციური ძალების
ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი
ასლან ბჟანია,
რომელიც სოხუმში ბრუნდებოდა, სოჭში
დაპატიმრეს.
პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანია ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის
საზღვარზე საპასპორტო კოტროლის დროს დააკავეს.
პარტიის მტკიცებით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ
მანამდე ეძებდნენ გამოგონილ საბაბს მის დასაკავებლად. „ამცახარაში“
მიაჩნიათ, რომ ამ დაკავების უკან
დე ფაქტო
ხელისუფლება დგას.
რუს სამართალდამცველებს ბჟანიას დაკავების შესახებ კომენტარი ჯერ არ
გაუკეთებიათ.
ასლან ბჟანია ადრე აფხაზეთის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2014 წელს კენჭს იყრიდა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, რაულ
ხაჯიმბას გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანდა.
მასალის გამოყენების პირობები